უკრაინამ გერმანიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით გერმანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო.

უკრაინის მოლაპარაკებების გუნდს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ხელმძღვანელობდა.

მიმდინარე წლის აგვისტოში კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო.


ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“


G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.

უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.