მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა კოდრუტმა, ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდ ვან დერ ბელენს ხელზე უკბინა. ავსტრიის პრეზიდენტი კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვან დერ ბელენს ძაღლის მოფერება სურდა, როდესაც მან პრეზიდენტს უკბინა. მოლდოვის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ ძაღლი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა.
მოგვიანებით, ვან დერ ბელენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც კოდრუგს მოლდოვის „პირველი ძაღლი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ქვეყნის სხვა წარმომადგენლებთან „ძალიან კარგად“ ჩაიარა.
ავსტრიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის ძაღლების დიდი მოყვარულია და ესმის, რატომ აღელდა კოდრუგი. გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა ძაღლს რბილი სათამაშო აჩუქა. მაია სანდუმ ძაღლი 2023 წლის დასაწყისში შეიფარა მას შემდეგ, რაც მას მანქანამ დაარტყა. ავარიის შედეგად, ძაღლმა თათი დაკარგა.