უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკოლოზ გელენიძე დაიღუპა. ინფორმაცია Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი სამხედრო თანამებრძოლებთან ერთად ფრონტის ხაზიდან 29 ოქტომბერს დაღუპული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოყვანას ცდილობდა, როდესაც დაბომბვაში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

ნიკოლოზ გელენიძე აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდან იყო და მისი ოჯახი დღეს ფოთში ცხოვრობს.


16 ნოემბერს უკრაინაში, დონეცკში ქართველი მებრძოლები რამაზ ფეტელავა და ბექა ლომაშვილიც დაიღუპნენ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში მებრძოლმა ქართულმა ლეგიონმა და მოგვიანებით, საქართველოში უკრაინის საელჩომ გაავრცელეს. ბოლო ინფორმაციით, უკრაინაში 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლია დაღუპული.