გამთენიისას თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.
უწყებაში განმარტავენ, რომ გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.