შსს-მ ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან სერვერები წაიღო

"ნაციონალური მოძრაობის", განცხადებით პოლიციამ მათ ოფისში განხორციელებული შტურმის შემდეგ, ოფისში დამონტაჟებული კომპიუტერული ტექნიკა და სერვერები წაიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან მხოლოდ სერვერების წაღების ფაქტს ადასტურებენ.

შსს-ს განცხადებით, ოფისიდან სერვერების ამოღება, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სამართალდამცავებმა ე.წ.წიწაკის სპრეი გაუშვეს. მლიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან.

სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.

მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.