F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები ძალიან სერიოზულად შეცვლიან ომის მიმდინარეობას, რადგან ისინი ხელს შეუწყობენ რუსული თვითმფრინავების უკან დახევას და უკრაინის სახმელეთო ჯარების მხარდაჭერას ჰაერიდან. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„თვითმფრინავები შეცვლის ომის კურსს და შეცვლის მას ძალიან სერიოზულად. საკითხავია ის, რომ ამ თვითმფრინავების ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები არ უნდა იყოს რუსულზე მნიშვნელოვნად სუსტი,“ - აღნიშნა იგნატმა, რომლითაც უპასუხა ესტონეთის თავდაცვის მინისტრის, ჰანო პევკურის კომენტარს, რომ თვითმფრინავები ომის კურსს არ შეცვლის.
იგნატის თქმით, უკრაინას სჭირდება თანამედროვე თვითმფრინავები, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში უპირატესობის მოპოვება და რიგი სხვა ფაქტორები, რაც მრავალფუნქციურ თვითმფრინავს აქვს.
„ნახეთ, რამდენ მართვად ბომბს უშვებს მტერი და ისეთი საავიაციო სისტემების დახმარებით, როგორიც არის F-16, ჩვენ შევძლებთ, შევაჩეროთ ის, რასაც რუსეთი აკეთებს. კერძოდ, შევძლებთ რუსული ავიაციის განდევნას და ჩვენი სახმელეთო ჯარების ჰაერიდან დაცვას,“ - აღნიშნა იური იგნატმა.