საფრანგეთმა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტა, M51.3, წარმატებით გამოსცადა, რაც ქვეყნის ბირთვული შეკავების შესაძლებლობების სანდოობას აძლიერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაკეტა საფრანგეთის არმიის ბისკაროსის რაკეტების საცდელი ცენტრიდან განხორციელდა და ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით დაეშვა.
„გაშვებამ დაადასტურა რაკეტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საფრანგეთის შეკავების შესაძლებლობების მუდმივ სანდოობას მომავალ ათწლეულებში,“ - ნათქვამია საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.