პუტინი იმარჯვებს. ბლინკენი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს - ლუკ კოფი

ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, ლუკ კოფი საქართველოში მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარებაზე მიუთითებს და ქვეყანაში ენტონი ბლინკენის ვიზიტის საჭიროებას ხედავს. ამის შესახებ ამერიკელი ანალიტიკოსი Twitter-ზე წერს.

„ვითარება სერიოზულია საქართველოში. მთავრობას პასუხისმგებელია, პოლიტიკური დაძაბულობის შემცირებაზე - ამის ნაცვლად ის აღშფოთებით შეიჭრა მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში და მისი ლიდერი დააპატიმრა. ეს არასასურველი ქცევაა. მხოლოდ პუტინი იმარჯვებს. სიმშვიდეა საჭირო. სახელმწიფო მდივანი თვითმფრინავში უნდა ჩაჯდეს!“, - წერს ლუკ კოფი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან პარტიის ლიდერი სპეცრაზმის საშუალებით გამოიყვანეს და დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრალურ ოფისში საპოლიციო დანაყოფებმა ე. წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.