ლიეტუვა საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის გამო დაწესებული ჯარიმებიდან მიღებულ თანხას უკრაინის აღდგენისთვის გადარიცხავს. სეიმის 99-მა დეპუტატმა თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ კანონში მსგავს ცვლილებას მხარი უკვე დაუჭირა. ცვლილება ძალაში იქნება ათი წლის განმავლობაში - 2034 წლის იანვრამდე.