ომბუდსმენი: მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ წუთის მდგომარეობით მოპყრობასთან დაკავშირებით მას პრეტენზიები არ გააჩნია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში განუცხადა.

ის ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

"ნიკა მელია უკვე მოინახულა ჩემმა წარმომადგენელმა და მეც ვაპირებ, რომ მოვინახულო. ცოტა ხნის წინ მაცნობეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთის მდგომარებით მოპყრობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს, თუმცა მეც შევხვდები და გავესაუბრები", განაცხადა ნინო ლომჯარიამ.