"ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, შეწყვიტეთ სანამ დროა", - "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებას ეხმაურება.
"ძალის დემონსტრირების სურვილი მხოლოდ სისუსტეა, მეტი არაფრი. ამ სისუსტის შედეგები კი, შეიძლება უმძიმესი აღმოჩნდეს და ხაზი გადაუსვას საქართველოს შანსს, გახდეს ცივილიზებული მსოფლიოს სრულფასოვანი ნაწილი. უკან რომ უკვე დაგვხია, ეს ვიცით. ძალიან მცირდება დროც და შანსიც რაიმეს გამოსწორების. შეწყვიტეთ სანამ დროა!" - წერს თამარ ჩუგოშვილი.