უკრაინელი მფრინავები დანიაში F-16-ებზე წვრთნებს გადიან

უკრაინელი პილოტები დანიაში F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავზე წვრთნებს უკვე გადიან.

შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.


მისი თქმით, შემდეგი ეტაპი დამოუკიდებლად ფრენები იქნება.

შემდეგ, შესაბამისად, საბრძოლო გამოყენების ფრენები შესრულდება,“ - აღნიშნა იგნატმა. Ukrinform-ი წერს, რომ დანიის გარდა, უკრაინელი მფრინავები სწავლებას აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში გადიან. სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა რუმინეთშიც.