წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, თბილისში 29 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღეს.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულებისგან, დამატებით ამოღებულ იქნა 2-ცალი 100-დოლარიანი და 1-ცალი 50 ევროს ნომინალის ყალბი კუპიურები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.