2022 წლის ბოლოს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფნის) გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა ორჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა მარატ კარაბაევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, ხელი მოეწერა 2027 წლამდე საცობების აღმოფხვრის საგზაო რუკას, რომელიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პორტებისა და ტერმინალის შესაძლებლობების გაფართოებას, მოძრავი შემადგენლობის გაზრდას ითვალისწინებს.
კერძოდ, მარშრუტის ყაზახეთის მონაკვეთზე, უკვე მიმდინარეობს მუშაობა მეორე ლიანდაგის მშენებლობაზე დოსტიკ-მოინიტის სარკინიგზო მონაკვეთზე, ალმათის სადგურის შემოვლითი სარკინიგზო ხაზისა და ახალი სარკინიგზო ხაზების დარბაზა-მაქტარალი და ბახტი-აიაგოზის მშენებლობაზე. სარჟაში მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობა დაიწყო, იგეგმება საკონტეინერო ჰაბის შექმნა და შიდა სავაჭრო ფლოტის გაფართოება. მინისტრმა აღნიშნა, რომ შედეგად, 2027 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდა წელიწადში 6-დან 10 მილიონ ტონამდე და მიწოდების ვადების შემცირება 14-18 დღემდე, (ყაზახეთის ტერიტორიაზე 5-მდე) იგეგმება.
ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.
შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.
მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.