"აქ თურქმენეთის დამყარება არავის გაუვა. ხელისუფლების ქმედების გამო, დღეს, ამერიკის საელჩომ გვითხრა, NATO-სთან დაახლოებაზე აღარ იოცნებოთო", - ასე აფასებს ზურაბ ჯაფარიძე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებულ პროცესებს.
"გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა, ღარიბაშვილს იმდენი ინტელექტი არ აქვს, რომ მიმხვდარიყო მელიას დაკავებას რა რეაქცია მოყვებოდა დასავლეთიდან.
"მაგრამ ყველას კარგად ესმის, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია სხვაგან, რომელიც იმდენად უტვინო არ არის, რომ არ სცოდნოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას დასავლეთიდან.
ახლა საჭიროა ბევრი ხალხი ქუჩაში, რომ დასავლეთში ჩვენს მხარდამჭერებს დავანახოთ, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ამ ყველაფრის. გენერალური გეგმა არის ამ ხალხის ხელისუფლებიდან გაშვება და თან რაც შეიძლება სწრაფად. საათებში გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ჯერ არავინ არ იცის.
ბევრი გაბრაზებული ხალხი არის ქუჩაში გამოსაყვანი და ამას საბოლოო ჯამში, შედეგი ყოველთვის მოჰქონდა და მოიტანს კიდეც. აქ თურქმენეთის დამყარება არავის გაუვა. ხალხი იმან კი არ უნდა გააბრაზოს, ოპოზიციას გეგმა აქვს თუ არა, ისინი უნდა გაბრაზდნენ იმაზე, რომ მათი შვილების მომავალზე დღეს დილით ხელისუფლებამ დიდი წერტილი დაასვა. ყველაფერს, რასაც ამ წლებში ვაკეთებდით ამ წლების განმავლობაში, მაგალითად, დღეს ამერიკის საელჩომ გვითხრა, რომ NATO-სთან დაახლოებაზე აღარ იოცნებოთო",- განაცხადა .
დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ.წიწაკის გაზი გაუშვა. მლიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორს დღესვე გაწერენ საავდამყოდოდან.
სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.
მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.