რაც არ უნდა აღმაშფოთებელი და მიუღებელი იყოს რუსეთის პროპაგანდა უკრაინასთან დაკავშირებით, ის მხოლოდ ავლენს რუსეთის ფედერაციის არსს და აძლიერებს ამერიკის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის შემდგომი მხარდაჭერისადმი. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
„თქვენ კვლავ ხედავთ, რომ რუსეთის მთავრობა აკეთებს აღმაშფოთებელ და მიუღებელ განცხადებებს უკრაინასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ გავაგრძელოთ უკრაინას ისეთი დახმარების მიწოდება, რომელიც მას თავდაცვისთვის სჭირდება, რათა მოიგერიოს რუსული აგრესია მისი საზღვრებიდან,“ - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ასე გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი რუსეთის ხელისუფლების განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაცია არ შეიძლება, თანაარსებობდეს კიევის დღევანდელ ხელისუფლებასთან. მილერმა გაიხსენა, რომ რუსული აგრესიული პროპაგანდა რამდენიმე წელზე მეტხანს მოქმედებს.
„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას და აძლიერებს კონგრესის საჭიროებას, მიიღოს ზომები დამატებითი მოთხოვნის მისაღებად, რომელიც ჩვენ უკრაინას გავუგზავნეთ”, - აღნშნა მილერმა.