ევროკავშირი, ნავალნის დაკავების გამო, ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციებს უწესებს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირი მაგნიტსკის აქტით, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, სანქციებს აწესებს.
როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ნავალნის დაკავებაში მონაწილე ოფიციალურ პირებს მაგნიტსკის აქტის ფარგლებში გაეყინებათ ანგარიშები და დაუწესდებათ სავიზო შეზღუდვები.
დასახელდა 4 პირი, რომელთაც სანქციები შეეხებათ. ესენი არიან:
ალექსანდ ბასტრიკინი - რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის უფროსი
ალექსანდრ კალაშნიკოვი - ფედერალური საპატიმროების ხელმძღვანელი
იგორ კრასნოვი - მთავარი პროკურორი
ვიკტორ ზოლოტოვი - რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური.
ნავალნის თანამებრძოლებს სურდათ, სანქციები შეხებოდათ რუს ოლიგარქებსაც, თუმცა ბორელმა განაცხადა, რომ ამ დროისათვის ნავალნის დაკავებაში მათი პირდაპირი თანამონაწილეობის მტკიცებულება არ არსებობს:
"შესაძლოა, ჩვენ არ მოგვწონს ოლიგარქები, თუმცა, თუ არ არსებობს კავშირი, რომლის დასაბუთებასაც სასამართლოში შევძლებთ, მაგნიტსკის აქტს ვერ გამოვიყენებთ. ვწუხვარ, მაგრამ ეს კანონია". – თქვა მან.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ სანქციების დაწესებას მიესალმებიან.