აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისს ეწვია

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია თბილისში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი ხაინდრავას შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

აზერბაიჯანის დელეგაციაში შედიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე - გენერალური დირექტორი აგილ გურბანოვი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე - საჰაერო ძალების სარდალი გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაჰიროვი და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.