გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში 285 ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსზე ტესტი, რის შედეგადაც ინფექცია 100-ს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ე.წ. კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
შტაბის ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ით 14 და 15 ოქტომბერს 4 ადამიანია გარდაცვლილი.
მათივე მონაცემების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2579-ს აღწევს. 1167 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.