უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
ქურციკიძე პროფესიონალი სამხედრო იყო და უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღიდან იბრძოდა.
2022 წლის თებერვლიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ომში, უკრაინის მხარეს მებრძოლი 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.