საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროპამ საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენა.
„ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა. მადლობელნი ვართ ევროპარლამენტის თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით მიღებული გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომელთა წინაშეც რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო საქართველოს მოქალაქეები დგანან,“ - წერს ზურაბიშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).