მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა და ნიკა მელიას მარდამჭერებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს. ადგილზე სამი კარავი უკვე დგას, თუმცა როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არსებული ინფორმაციით, მათი რაოდენობა გაიზრდება.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, თუმცა მათ ამ შემთხვევაში აქტივისტებისთვის ხელი არ შეუშლიათ.
აქციის მონაწილეები ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.