მედია: რუსმა პოლიტიკოსმა უკრაინიდან გატაცებული ბავშვი იშვილა

რუსეთში პარტია „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა და მისმა მეუღლემ ინა ვარლამოვამ ხერსონის ოლქიდან გატაცებული ერთი წლის გოგონა იშვილეს და სახელი შეუცვალეს. ამის შესახებ Important Stories-ისა და დოკუმენტური ფილმების სტუდიის Top Hat/Hayloft Productions-ის გამოძიების შედეგად გაირკვა. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს  „ამ რანგის რუსი პოლიტიკოსის მიერ უკრაინელი ბავშვის შვილად აყვანის პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა.“


ახალ დოკუმენტში ხერსონის ოლქის ნაცვლად მოსკოვი წერია. გამოცემის ცნობით, მარჰარიტას ბიოლოგიურ დედას მშობლის უფლება ჩამოართვეს, ხოლო მამამისი გარდაცვლილია.

სერგეი მირონოვმა ბრალდებებს სიყალბე უწოდა.

უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის ხელისუფლებამ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ 19500-ზე მეტი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა და/ან იძულებით გადაასახლა. შეგახსენებთ, გაერომ რუსეთი, 2022 წელს უკრაინაში 136 ბავშვის მკვლელობისთვის, დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა.