პოლონეთის საგარეო უწყება: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

"დაპირისპირების ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს", - პოლონთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. უწყება განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს.

„პოლონეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. პოლიტიკური დაპირისპირების ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცენ კანონის უზენაესობას, თავი შეიკავონ არსებული დაძაბულობის ესკალაციისგან და დაუბრუნდნენ პირდაპირ მოლაპარაკებებს. სტაბილური და პროგნოზირებადი საქართველო რეგიონში ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია“, - ნათქვამია პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში.