ევროპის სახალხო პარტია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.
"ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა. ოპონენტების დევნა უნდა შეწყდეს, სასწრაფოდ არის საჭირო დეესკალაცია და პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება. ახალი, დემოკრატიული არჩევნები შესაძლოა იყოს გამოსავალი."