საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა, იუწყება Trend.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.