ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია.
"მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისში შეჭრა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია. საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ძალის, აგრესიისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების მეშვეობით ვერ გადაიჭრება. ღამის მოვლენები კოშმარი იყო. ჩვენ სხვაგვარ საქართველოზე ვოცნებობთ". - წერს ევროპარლამენტარი.