უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ (NACP) სამი ბერძნული კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღო მას შემდეგ, რაც მათ რუსული ნავთობის ტრანსპორტირება შეწყვიტეს. NACP-ის პრესსამსახურის ცნობით, ეს კომპანიები არიან Thenamaris Ships Management Inc., Minerva Marine და TMC Tankers LTD.
NACP-მა „ომის სპონსორის“ სტატუსი ხუთ ბერძნულ 2022 წლის ზაფხულში მიანიჭა. ისინი რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში მონაწილეობდნენ, რითაც წვლილი შეიტანეს აგრესორი სახელმწიფოს დაფინანსებაში.
უფრო ადრე წამყვანი კომპანიები, როგორიცაა, Irish Peninsula Petroleum Limited, ალმასის წარმოებისა და ექსპორტის გიგანტი Shree Ramkrishna Exports (SRK) და ბრიტანული ჯგუფი Mondi ომის საერთაშორისო სპონსორების სიიდან ამოიღეს.