ლატვიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა

ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი უკრაინაში ჩავიდა, ეწვია კიევსა და ჩერნიგოვის ოლქში, რომლის აღდგენაშიც ლატვიაა ჩართული. ამისთვის ქვეყანამ $5,5 მილიონზე მეტი უკვე გაიღო.

ზელენსკიმ ლატვიელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„პრეზიდენტმა რინკევიჩსმა გაიმეორა ლატვიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის, მათ შორის სამხედრო დახმარების მიმართ,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში და აღნიშნა, რომ მან და რინკევიჩსმა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს.

ლატვიის მეზობელი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე კიევში ასევე 24 ნოემბერს ჩავიდა.