"მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, შეხვდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად",- ასე გამოეხმაურა "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის" (ALDE) პრეზიდენტი, ჰანს ვან ბაალენი, საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების ფაქტს და ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. განცხადება Aldeparty-ზე გამოქვეყნდა.
"ღრმად ვარ შეშფოთებული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას, ძალისმიერი დაკავების გამო. ამ ძალიან მგრძნობიარე პერიოდში, როცა სახეზეა პოლიტიკური კრიზისი, რასაც თან ერთვის პანდემია, ძალის გამოყენება, პოლიტიკური დაძაბულობის მეტად გაღვივება და განსხვავებული ხმების ჩახშობა არ არის ის გამოსავალი, რომელსაც საქართველო იმსახურებს.
დაუყონებლივ მოვუწოდებ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. პოლიტიკური განსხვავებები უნდა გადაიჭრას პარლამენტში და არა ოპოზიის ლიდერების ძალისმიერი და თვითნებური დაპატიმრების გზით.
ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, "ქართული ოცნებას" შეხვდეს ოპოზიციას და ითანამშრომლონ ახალი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების თარიღის დასადგენად და ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც ამ კვირის ბოლოს შეიკრიბებიან, გაგზავნონ იგივე ძლიერი შეტყობინება..." - ნათქვამია განცხადებაში.