უნგრეთი დაინტერესებულია შუა დერეფნის განვითარებით. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ Trend-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩინეთი ახლა არის ნომერ მეორე იმპორტის წყარო უნგრეთის ეკონომიკისთვის. უნგრეთი არის ჩინეთის ინვესტიციების ნომერ პირველი სამიზნე ცენტრალურ ევროპაში და ჩვენ ვყიდულობთ სულ უფრო მეტ ენერგიის წყაროს ამ რეგიონიდან, მათ შორის, ნავთობს ყაზახეთიდან და ბუნებრივ გაზს აზერბაიჯანიდან. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტურად დაინტერესებული ვართ აზიასა და ევროპას შორის მიწოდების მარშრუტების გამტარუნარიანობის გაზრდით.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, წვლილი შევიტანოთ შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდაში, იქნება ეს სატრანსპორტო მარშრუტი, სარკინიგზო თუ ენერგიის ტრანსპორტირება, ელექტროენერგია თუ გაზი. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს სამაგალითო თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, რუმინეთთანპროექტში სახელწოდებით „მწვანე დერეფანი“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაწვდით მწვანე ენერგიას კასპიის რეგიონიდან ცენტრალურ ევროპაში,“ - აღნიშნა სიიარტომ.