შუა დერეფანი ფართოვდება - ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის გენმდივანი

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ფართოვდება და ვითარდება. ამის შესახებ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა გაიდარ აბდიკერიმოვმა განაცხადა. მისი თქმით, დერეფნის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მილიონი ტონა ტვირთი და 80 000 ( DPM) კონტეინერია.

„ჩვენი დერეფანი თავდაპირველად მოიცავდა ყაზახეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს, მაგრამ ამ დროისთვის ის ასევე მოიცავს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, ჩინეთი, თურქეთი, უკრაინა, პოლონეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა და სინგაპური,“ - განაცხადა აბდიკერიმოვმა.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.