ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტში საერთაშორისო გადაზიდვის ცენტრისა და მისი საწყობის შექმნა იგეგმება.
ამის შესახებ ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხუდაიარ ჰასანლიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები არაერთ კომპანიებთან მიმდინარეობს, წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს.“
ჰასანლიმ აღნიშნა, რომ რომ ცენტრალური აზიიდან ტვირთების ტრანსპორტირება რეგიონული კონტეინერებით მესამე ქვეყნებში არ შეიძლება.
„ისინი უნდა გადმოიტვირთონ და შემდეგ ხელახლა ჩაიტვირთონ გადაზიდვის ხაზის კონტეინერებში. ჩვენ ვქმნით სატრანსპორტო ხაზის ცენტრს, რათა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაზიდვა შეუფერხებლად უზრუნველვყოთ. Shipping Line-ს ცენტრები და დეპოები მთელ მსოფლიოში აქვს და კონტეინერების შენახვა ამ საცავებში შეუძლია,“ - განაცხადა ჰასანლიმ.
Shipping Line არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია კონტეინერების ლოგისტიკაში და ტვირთის 95%-ის ტრანსპორტირებას მთელ მსოფლიოში ახორციელებს.