ოპოზიცია 26 თებერვალს, რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობას გამართავს

ოპოზიციამ 26 თებერვალს, რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობა დააანონსა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ააქციის მონაწილეებს, ოპოზიციის უახლოესი დღეების გეგმა გააცნო და განაცხადა, რომ ოკუპაციის 100 წლისთავზე მათი საპროტესტო მარში სიმბოლური იქნება.

"თბილისში 26 თებერვალს, 15:00 საათზე იგეგმება მსვლელობა, რომელიც დაიწყება ფილარმონიიდან. ის მიეძღვნება ოკუპაციას, „როდიონოვების, გავრილოვების წინააღმდეგ“. მსვლელობა იქნება თავისუფლებისთვის, ძალიან, ძალიან დიდი. სიმბოლური წელია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის 100 წლისთავის. სიმბოლურია, რომ ბოლშევიკები კვლავ მოვიდნენ ჩვენი სამშობლოს სათავეში“, - აცხადებს დეკანოიძე.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გაპროსტესტების მიზნით, ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის კანცელარიასთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილებმა მოგვიანებით პარლამენტთან გადაინაცვლეს. ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილი პარლამენტის წინ კარვებში აპირებს ღამის გათენებას.