გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში.
„ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია,“ - განაცხადა ბერბოკმა
მისი განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.
„ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
„ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ უფრო ძლიერი კავშირი, არამედ რეფორმირებული კავშირიც,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.