ბაქოში დღეს აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრაში, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ ჰასანოვი, თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი იაშარ გიულერი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
გულერი უკვე ბაქოშია. თავდაცვის მინისტრები სამ ქვეყანას შორის სამხედრო და თავდაცვითი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს, ერთობლივი წვრთნების გამართვას და სხვა საკითხებს განიხილავენ.