აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ სამი ქვეყანა მომავალ წელს ერთობლივ წვრთნებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იაშარ გიულერმა განაცხადა. „მე მჯერა, რომ დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა ხელს შეუწყობს რეგიონულ თანამშრომლობას,“ - განაცხადა გიულერმა.
სამმხრივი შეხვედრები ტრადიციად იქცა და ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან იაშარ გიულერთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრისას.
„სახელმწიფოს მეთაურების ტრადიციული შეხვედრების გათვალისწინებით, ჩვენი ვალია, განვავითაროთ თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. მივესალმები თითოეულ თქვენგანს. მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა წელს ბაქოში იმართება,“ - განაცხადა აეტრბაიჯანელმა მინისტრმა.