ლიეტუვის სადაზვერვო სააგენტო (VSD) აცხადებს, რომ ბელორუსის უშიშროების სამსახურის მხრიდან აქტივობის ისტორიული დონე დააფიქსირა.
დარიუს იაუნიშკისმა აღნშნა, რომ ლიეტუვის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ შეშფოთება ბელორუსის ზოგიერთი მცხოვრების აქტივობასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ლიეტუვაში ბელორუსული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი უამრავ ეჭვს ბადებს. იაუნიშკისს არ აქვს ინფორმაცია მტრული ქვეყნების სამსახურების მიერ სამთავრობო მოხელეების, საჯარო მოხელეების ან პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობის შესახებ.
„ჩვენ ვხედავთ ბელორუსის უშიშროების სამსახურის გააქტიურებულ აქტივობებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ისტორიულ სიმაღლეებს აღწევენ; არასოდეს ყოფილა ასეთი ინტენსიური,“ - განაცხადა ლიეტუვის დაზვერვის უფროსმა დარიუს იაუნიშკისმა.
ლიეტუვის დაზვერვის ხელმძღვანელმა გაიხსენა ბოლო ცრუ ინფორმაცია ლიეტუვის სკოლებსა და ცალკეულ დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის შესახებ.
„ყველა ეს მუქარა, რომ ავაფეთქოთ სკოლები ან დაწესებულებები, ატომური ელექტროსადგურები, აეროპორტები - უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკვე ჩათრეულები ვართ მთელ ამ მორევში. ეს არის საინფორმაციო ოპერაციები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ შექმნან ქაოსი, მუდმივად გაურკვევლობაში ვიცხოვროთ, ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაცხადებთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე,“ აღნიშნა იაუნიშკისმა.
ქვეყანამ ლეიტუვაში მცხოვრები ბელორუსის 1644 მოქალაქე ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ აღიარა.
ვილნიუსი ბელორუსიდან მიგრაციის მიმართულებით წესებს ამკაცრებს. ლუკაშენკოს დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.
იაუნისკისმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა ლიეტვაში სულ უფრო და უფრო აქტიურდება.
ვილნიუსსა და მინსკს შორის დაძაბულობა 2021 წლიდან იზრდება ჯერ კიდევ მას ლიეტუვის საზღვარზე მიგრანტთა კრიზისში ბელორუსის როლის გამო. ურთიერთობები კვლავ დაიძაბა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის და “ვაგნერის“ მებრძოლების ბელორუსში ჩასვლის შემდეგ.