30-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის ნეიტრალური შვეიცარიის მონაწილეობით, NATO-ს კიბერთავდაცვის წვრთნები დაიწყო

შვეიცარიის შეიარაღებული ძალები NATO-ს ფლაგმანი  -  კიბერთავცავის წვრთნებში მონაწილეობს. ესტონეთში, ტალინში მიმდინარე წვრთნაში 1000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, მოკავშირეები და პარტნიორები 30-ზე მეტი ქვეყნიდან ჩაერთნენ.

„მიზანს რთული პრობლემების ერთობლივად გადაჭრა, სუსტი წერტილების მიგნება/აღმოფხვრა და სიტუაციის საერთო სურათის შექმნას წარმოადგენს,“ განაცხადა შეიარაღებულმა ძალებმა ორშაბათს, 27 ნოემბერს, სწავლების დაწყებისას. 


ღონისძიება რეგულარულად 2008 წლიდან ტარდება. წლევანდელი სწავლება პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. 

NATO-ს თანახმად, წვრთნები მიზნად ისახავს მოკავშირეებისა და პარტნიორების გამძლეობის გაზრდას კიბერ საფრთხეების მიმართ და მათ შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ კიბეროპერაციების ჩატარება ერთობლივად შეძლონ.


ინფორმაციისთვის: ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალში — ომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა.

ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ, დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისგან. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ ამას, როგორც წესი, სამხედრო ალიანსების წევრობაზე უარს ამბობენ. ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის:

არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;
არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.);
არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).