ელჩი ფიშერი: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილ პრეზიდენტ ულრიხ ჰაგენლოხს შეხვდნენ.

გერმანიის საელჩოს ცნობით, სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართა დისკუსია საქართველოსა და გერმანიაში სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობის მსგავსებებისა და განსხვავებების, ასევე, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლო მიდგომების შესახებ.

„თავის გამოსვლაში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გერმანია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარებას 90-იანი წლებში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისათვის რეფორმების მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს,“ - იტყობინება გერმანიის საელჩო.