იან კელი: მთავრობამ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს

"მთავრობამ ვითარების დეესკალაცია უნდა მოახდინოს და ნიკა მელია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი Twitter- ზე წერს.

"ქართული დემოკრატიის ყველა მეგობარი უნდა შეიკრიბოს მათ ირგვლივ, ვინც ახლა მხარს უჭერს მას", - წერს იან კელი.

დღეს დილით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს. მანამდე კი აღნიშნულ ოთახში, ისე როგორც მთლიანად პარტიის ოფისში სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის გაზი გაუშვა. მელიას თანაგუნდელებმა და აქტივისტებმა პოლიციისთვის მისი დაკავების ხელისშეშლა სცადეს. პოლიციას და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რა დროსაც 17 ადამიანი დაშავდა. 15 მსუბუქად. ორი მალევე გაწერეს საავადმყოფოდან.

სამართალდამცველებმა ნიკა მელიას გარდა, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს, ამ დროისთვის ყველა თავისუფალია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გარდა.

მელიას დაკავების ფაქტს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მწვავედ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტთან საპროტესტო აქციები გამართა და მომავალი დღეების აქციებიც დააანონსა.