მედია: ენტონი ბლინკენმა ჩრდილოეთ მაკედონია ლავროვის ჩასვლამდე დატოვა და ისრაელში გაემგზავრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სხდომა სკოპიეში მისი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის ჩასვლამდე დატოვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო იუწყება. აშშ-ის მთავარი დიპლომატი ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრს ბუჯარ ოსმანის შეხვდა და არაფორმალურ ვახშამს დაესწრო, რომლის დროსაც ეუთოს წარმომადგენლებმა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია განიხილეს.

ეუთოს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დაშვების გამო, შეხვედრას ბოიკოტს ბალტიის ქვეყნები და უკრაინა უცხადებენ.