სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ბალტიის ქვეყნები ბოიკოტს გამოუცხადებენ სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრას, რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრება.
ჩრდილოეთი მაკედონია NATO-ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
„დიდად ვწუხვართ გადაწყვეტილების შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მიეცეს სკოპიეში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაზე დასწრების უფლება. რუსეთისთვის ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გაავრცელოს საკუთარი პროპაგანდა. ჩვენ, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობას არ მივიღებთ ამაში და არ ვიკისრებთ პასუხისმგებლობას შედეგებისთვის, რომლების ამას მოჰყვება,“ - წერია ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.
ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი განაცხადა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე.