აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმმა და საქართველოს სანაპირო დაცვამ ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„ქართული ტალღის“ ბოლო წვრთნებმა გააერთიანა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალები, საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი და საქართველოს სანაპირო დაცვა.
ამ სამკვირიანი ჩაყვინთვის წვრთნის განმავლობაში აშშ-ის და საქართველოს სპეცრაზმებმა გააუმჯობესეს საზღვაო, წყალქვეშა სამაშველო და უსაფრთხოების ოპერაციები. ჩვენ ვართ #strongertogether (ძლიერნი ერთად). ვამაყობთ რომ საქართველოს ვხდით უფრო ძლიერს და უფრო უსაფრთხოს!“ წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.