აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის

აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი მტკიცედ უჭერს მხარს წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს კოლექტიურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია კლიმატური ცვლილებების შემსუბუქებისა და ადაპტაციისკენ.


„არსებული პროგრამის ფარგლებში, 2 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ახალი ინიციატივებია საჭირო და ჩვენ მზად ვართ მათ მხარდასაჭერად. რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა ჩვენს ქარტიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანები და მიზნები ყველგან. ჩვენ აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ეკონომიკურ აქტივობებს,“ – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

ასაკავას თქმით, საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის.

„ჩვენ მოწოდებული ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როდესაც ეს ქვეყანა აძლიერებს სოციალურ სერვისებს და აფართოებს სატრანსპორტო ქსელებს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის,“ – ამბობს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.


ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში.


შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება.

მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი.