30 ნოემბერს სკოპიეში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოსვლა დაიწყო. ქვეყნების დელეგაციებს გამოცემა არ აკონკრეტებს.
როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება, დელეგატებმა დარბაზის დატოვება იმ განცხადების გაკეთებისთანავე დაიწყეს, რომლის შემდეგაც, მომდევნო სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ლავროვი ამბობდა, რომ "კიევის რეჟიმი დონბასში სადამსჯელო ოპერაციას ატარებს რვა წლის განმავლობაში", რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში "ნაცისტური იდეოლოგიის ტალღაა". რუსმა მინისტრმა ასევე დაადანაშაულა ევროკავშირი იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმის ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს."
ლავროვის შემდეგ მომდევნო სპიკერმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის მინისტრის გამოსვლის რიგ თეზისებს "შეცდომაში შეყვანის" მცდელობა უწოდა, მაგრამ ლავროვმა არ მოუსმინა კოლეგას და შეხვედრა დატოვა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ლავროვის გამოსვლისას ეუთოს მინისტერიალი დატოვა
„მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა," წერს იან ლიპავსკი X-ზე ყოფილი (Twitter-ი.)