გაერო: მნიშვნელოვანია, რომ პროცესები საქართველოში მშვიდად განვითარდეს, პოლიტიკური საკითხები კი დიალოგის გზით გადაწყდეს

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენელი, სტეფან დიუჟარიკი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხს ეხმაურება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მხარეებს სიმშვიდისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.

„შეშფოთებით ვაკვირდებით თბილისში მოვლენების განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ პროცესები მშვიდად განვითარდეს, ხოლო პოლიტიკური საკითხები დიალოგის გზით გადაწყდეს, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პროცესის შენარჩუნებით“, - განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.