ჭიათურაში ერთ-ერთ მაღაროში (დარკვეთის) დასაქმებულები გაიფიცნენ. მათი მოთხოვნაა, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" 12-საათიან გრაფიკზე გადაიყვანოს, რითაც შემცირდება მათი სამუშაო დღეები.
ერთ-ერთი დასაქმებული, რომელიც ფეისბუქგვერდზე "მაღაროელი" პირდაპირ ეთერში საუბრობდა, აცხადებს, რომ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა:
„ველოდებოდით 5 თვის განმავლობაში, რომ გადავიდოდით ამ გრაფიკზე... ამბობდნენ, რომ ხალხი დარჩებოდა უმუშევარი, [არაფერი იცვლება] ადამიანების რაოდენობა იგივე რჩება..."
გაფიცული ამბობს, რომ შეცვლილი გრაფიკით მუშაობის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა მათთან რამდენიმე დღის წინაც, 28 ნოემბერსაც ისაუბრა.
„შევთხნმდნენ, რომ გადაგიყვანთ 12-საათიან გრაფიკზეო. თუმცა, როცა დაითვალეს აღმოჩნდა ხელფასში 9 ლარი სხვაობა. 164 ლარია 12-საათიან გრაფიკზე, ჩვენ გვითხრეს 9 ლარით ნაკლები 155 ლარი".
"ჯორჯიან მანგანეზს“ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.