ჰელსინკის კომისია: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში

ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

კომისიის ლიდერები „ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაკავებას აკრიტიკებენ“.

„როგორც „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველო ვალდებულებას იღებს დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში, აგრესიის ნაცვლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადება ხელს აწერენ: ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი.