"ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე", -. ასე გამოეხმაურა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ევროკომისარი განცხადებას Twitter-ზე აქვეყნებს.
„საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ეკისრება დაძაბულობის შემცირებასა და დიალოგში ყველას ჩართვაზე. ყველა მხარემ თავშეკავება და პასუხისმგებლობა უნდა აჩვენოს, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია“, - წერს ოლივერ ვარჰეი